kahrsfloors
 
N1 ბრენდი საქართველოში იატაკის საფარის მოსაპირკეთებელ მასალებში
24 ივნისს ოქროს ბრენდი 2022-ის დაჯილდოვება გაიმართა.  ოქროს ბრენდების გამოვლენაში  მონაწილეობას ღებულობდნენ  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები  ეკონომიკურ საკითხებში.  პარალელურად, გამოკითხვა ჩატარდა  მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი  ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.  ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის,ხარისხის და პიარ მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული  მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. ღონისძიებას 100 -ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიის ტოპ მენეჯერი ესწრებოდა, მათ შორის სტუმრები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან.   ტიტული ოქროს ბრენდი, ენიჭებათ კომპანიებს 2006  წლიდან. მისი მფლობელები არიან როგორც  საქართველოს ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.

სტატიის ავტორი:

2023-06-28

სრულად ნახვა
 
როგორ მოვუაროთ პარკეტს
როგორ უნდა გავწმინდოთ პარკეტი? ყველა ინტერიერს ამშვენებს პარკეტის საფარი, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მისი მოვლის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი სპეციფიკა, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ. როდესაც გადაწყვეტთ რომ შეიძინოთ პარკეტი, ყოველთვის დაიცავით მწარმოებლის მიერ მოვლის წესის შესახებ რეკომენდაცია. სხვა ხისტი იატაკისგან განსხვავებით, პარკეტი შეიძლება დაზიანდეს უხეში ქიმიკატებით და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია! მოარიდეთ ნებისმიერ საწმენდ საშუალებას, რომელიც შეიცავს მჟავას და ამიაკს. აირჩიეთ პარკეტის იატაკის საწმენდი ხსნარი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენი მწარმოებლის რეკომენდაციებს. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ყოველდღიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქად დატენიანებული ღრუბელია, რომლითაც იწმინდება იატაკი და კარგი იქნება, თუ მის გაშრობამდე არ გადავაადგილებთ ავეჯს. იატაკის მოვლის რჩევები იმ შემთხვევაში, თუ იატაკზე სითხე დაგეღვარათ, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გაწმინდოთ, რათა შემცირდეს და/ან აღმოიფხვრას იატაკის შეღებვა. სითხე მოაშორეთ სუფთა ქსოვილით ან ქაღალდით. ნაკაწრების, ბზარებისა და ჩაღრმავების თავიდან ასაცილებლად ავეჯის ქვეშ დამცავი ქსოვილი განათავსეთ, განსაკუთრებით მძიმე ნივთების ქვეშ, როგორიცაა სავარძლები, წიგნების თაროები, საწოლი... იმისათვის, რომ ზედმეტი ჭუჭყი არ დარჩეს იატაკზე, მოათავსეთ ხალიჩები შესასვლელ კარებთან ზედაპირის და კუთხების გასასუფთავებლად გამოიყენეთ მტვერსასრუტი. ჩერსის პარკეტის მოსავლელად ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას,რომ იატაკი მოიწმინდოს ჩერსის ხსნარებით ,რომლის შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად პარკეტის სახეობის და დამუშავებიდან გამომდინარე.   ჩერსის იატაკის საწმენდი სითხე  არის ეფექტური პროდუქტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ხის და ვინილის იატაკისთვის. არ შეიცავს ორგანულ გამხსნელებს ან პიგმენტებს. გამოიყენება ყოველდღიური დასუფთავებისთვის.  

სტატიის ავტორი:

2023-05-10

სრულად ნახვა
 
პარკეტის მაღაზია
ხის იატაკი პირველად მე-17 საუკუნეში საფრანგეთში გამოჩნდა და მას შემდეგ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. რატომ უნდა ავირჩიოთ პარკეტი? პარკეტი მზადდება ნატურალური ხისგან, არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფთხო. რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი პარკეტი? ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს პრემიუმ ხარისხის პარკეტის  ფართო არჩევანს, ულამაზეს წყობებს და  განსხვავებულ ხის მასალებს (მუხა, კოპიტი, კაკალი, ნეკერჩხალი, ჯატობა, ეგზოტიკური ხეები) პარკეტის გამოყენება შესაძლებელია სახლის ნებისმიერ ოთახში. თუ პარკეტს დააგებთ დერეფანში ის შექმნის პირველ შთაბეჭდილებას , ელეგანტურ ხიბლს მიანიჭებს მისაღებ ოთახს და საძინებელში შექმნის მყუდრო გარემოს. პარკეტი შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც უხდება ყველა სტილის დეკორაციას თავისი უნივერსალური სტილის გამო.

სტატიის ავტორი:

2023-03-21

სრულად ნახვა
 
ინოვაციური პარკეტი
შვედური ბრენდი ჩერსი 1857 წელს ჩერსის ოჯახმა დაარსა ქალაქ ნიბროში, მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ მყარი, კომფორტული და მოსავლელად მარტივი პარკეტი. სწორედ, პირველმა ჩერსიმ შექმნა: სამშრიანი პარკეტი; 5G ჩამკეტი; დამუშავებული ზედაპირი (ზეთით, ლაქით); პარკეტი სპორტული იატაკისთვის; ჩერსის წარმოებულ პარკეტს 30 წლიანი გარანტია მოყვება და 100%-ით ნატურალური ხეა. არც სოციალური პასუხისმგებლობა ავიწყდება შვედურ ბრენდს და ჯერ კიდევ 1997 წელს მიიღო ISO 14001 გარემოსდაცვით სერთიფიკატი. ჩერსი უზრუნველყოფს ტყის ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენებით მოსახლეობის მომარაგებას. დარჩენილი ნაცარი კი უბრუნდება ტყეს სასუქის სახით. ასევე, ჩერსის დაარსების შემდეგ, შვედეთის ტყის რაოდენობა 60%-ით გაიზარდა, რადგან კომპანია ზრუნავს ხეების დარგვაზე. ჩერსი არის უამრავი ინოვაციის და სერთიფიკატის მფლობელი, ერთ-ერთი მათგანია ასევე, ფრანგული A+, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ დამონტაჟებული პარკეტი უსაფთხოა და აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს შიდა გარემოსთვის. შვედური ბრენდის ჩერსის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “ჩერსი საქართველო” თბილისი: ვაჟა-ფშაველას 2 ნომერში

სტატიის ავტორი:

2023-02-15

სრულად ნახვა
 
პარკეტის ისტორია
 ჩერსის არსებობა უკვე 160 წელზე მეტს ითვლის და მისი ხარისხი უამრავი სერთიფიკატითა და ჯილდოთია დადასტურებული  ჩერსი იყო პირველი ვინც შექმნა სამშრიანი პარკეტი და 5G ჩამკეტი, ინოვაციური კომპანია არასდროს ღალატობს შვედურ ხარისხს და ყოველთვის გვანებივრებს ექსკლუზიური და ექსტრავაგანტული კოლექციებით. საქართველოში ჩერსის კოლექციის შერჩევასა და დათვალიერებას შეძლებთ ჩვენს შოურუმში, ვაჟა-ფშაველას 2 ნომერში.

სტატიის ავტორი:

2023-02-08

სრულად ნახვა
 
ვინილის იატაკი
როგორც ვიცით, თანამედროვე სახლის იატაკმა ბევრ გამოწვევას უნდა გაუძლოს. ამიტომ, ყოველდღიური, პრაქტიკული გამოყენებისთვის, ჩერსმა შექმნა ვინილის იატაკის ზედაპირი, რომელსაც აქვს ზედაპირი სხვადასხვა ეფექტით, როგორიცაა ხის და ბუნებრივი ქვის. ასევე, ვინილი გამოირჩევა განსხვავებული წყობით, მათ შორის ნაძვისებრი წყობა ყველაზე პოპულარულია, რადგან ნაძვისებრი წყობის ვინილი პარკეტის იმიტაციას ქმნის და ამასთან, ბიუჯეტურია. ვინილი გამოირჩევა მისი თვისებებით და გამოძლეობით, არის თბილი, ესთეტიური, მდგრადი, წყალგამძლე, ცვეთამედეგი, მარტივი მოსავლელი, არ ტყდება, აქვს ჩამკეტი სისტემა (5G), ნესტგამძლე, აქვს ხმის იზოლაცია, შესაძლებელია დაგება იატაკქვეშ გათბობის დროს, არის გადაგების შესაძლებლობით (ინტერიერის ცვლილების შემთხვევაში); მონტაჟდება როგორც იატაკზე, ასევე შესაძლებელია დამონტაჟება აბაზანაში კედლებზე მისი დამონტაჟება რეკომენდირებულია როგორც სახლში, ასევე კომერციულ ფართებში.

სტატიის ავტორი:

2023-02-01

სრულად ნახვა