kahrsfloors

როგორ უნდა გავწმინდოთ პარკეტი?

ყველა ინტერიერს ამშვენებს პარკეტის საფარი, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მისი მოვლის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი სპეციფიკა, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ.

როდესაც გადაწყვეტთ რომ შეიძინოთ პარკეტი, ყოველთვის დაიცავით მწარმოებლის მიერ მოვლის წესის შესახებ რეკომენდაცია. სხვა ხისტი იატაკისგან განსხვავებით, პარკეტი შეიძლება დაზიანდეს უხეში ქიმიკატებით და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია!

მოარიდეთ ნებისმიერ საწმენდ საშუალებას, რომელიც შეიცავს მჟავას და ამიაკს. აირჩიეთ პარკეტის იატაკის საწმენდი ხსნარი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენი მწარმოებლის რეკომენდაციებს.

კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ყოველდღიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქად დატენიანებული ღრუბელია, რომლითაც იწმინდება იატაკი და კარგი იქნება, თუ მის გაშრობამდე არ გადავაადგილებთ ავეჯს.

იატაკის მოვლის რჩევები

იმ შემთხვევაში, თუ იატაკზე სითხე დაგეღვარათ, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გაწმინდოთ, რათა შემცირდეს და/ან აღმოიფხვრას იატაკის შეღებვა. სითხე მოაშორეთ სუფთა ქსოვილით ან ქაღალდით.

ნაკაწრების, ბზარებისა და ჩაღრმავების თავიდან ასაცილებლად ავეჯის ქვეშ დამცავი ქსოვილი განათავსეთ, განსაკუთრებით მძიმე ნივთების ქვეშ, როგორიცაა სავარძლები, წიგნების თაროები, საწოლი...

იმისათვის, რომ ზედმეტი ჭუჭყი არ დარჩეს იატაკზე, მოათავსეთ ხალიჩები შესასვლელ კარებთან ზედაპირის და კუთხების გასასუფთავებლად გამოიყენეთ მტვერსასრუტი.

ჩერსის პარკეტის მოსავლელად ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას,რომ იატაკი მოიწმინდოს ჩერსის ხსნარებით ,რომლის შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად პარკეტის სახეობის და დამუშავებიდან გამომდინარე.

 

ჩერსის იატაკის საწმენდი სითხე  არის ეფექტური პროდუქტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ხის და ვინილის იატაკისთვის. არ შეიცავს ორგანულ გამხსნელებს ან პიგმენტებს. გამოიყენება ყოველდღიური დასუფთავებისთვის.

 

სტატიის ავტორი , 2023-05-10